"რომა" მარკინიოსის სანაცვლოდ ვალდესს და მონტოიას ითხოვს

"რომა" მარკინიოსის სანაცვლოდ ვალდესს და მონტოიას ითხოვს

გავრცელებული ინფორმაციით, რომაელები მზად არიან "ბარსელონას" ვიქტორ ვალდესის და მარტინ მონტოიას სანაცვლოდ, მარკინიოსი შესთავაზონ. Corriere della Sera-ის ცნობით იტალიელები ახალგაზრდა ბრაზილიელ მცველს არანაკლებ 40 მილიონ ევროდ აფასებენ.

კატალონიელებს სურთ 19 წლის მცველის სანაცვლოდ, ჩილელი ფეხბურთელი, ალექსის სანჩესი შესთავაზონ, მაგრამ "რომას" სპორტული დირექტორის, ვალტერ საბატინის თქმით ისინი მარკინიოსს იმ შემთხვევაში შეელევიან, თუ მის სანაცვლოდ "ბარსელონა" ვალდესს და მონტოიას დათმობს. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში იტალიის ჩემპიონატში მარკინიოსმა 26 მატჩის ჩატარება მოახერხა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.