"ბარსელონა" მზად არის სანჩესი მარკინიოსის ტრანსფერში ჩართოს
კატალონიის "ბარსელონამ" იტალიურ "რომას" ახალი შეთავაზება გაუკეთა ცენტრალური მცველის, მარკინიოსის თაობაზე. ამჯერად ესპანელები ტრანსფერში კიდევ ერთ ფეხბურთელს ჩართავენ.
კატალონიელები მზად არიან, "რომას" მარკინიოსის ტრანსფერის სანაცვლოდ 24 წლის ჩილელი თავდამსხმლის ალექსის სანჩესის უფლებებიც გადასცენ. იტყობინება, Sky Sport Italia.
შეგახსენებთ, რომ "რომამ" უკვე უარი განუცხადა "ბარსელონას" მარკინიოსის 20 მილიონ ევროდ გაშვებაზე. ფეხბურთელისადმი ინტერესს მადრიდის "რეალიც" იჩენს. გასულ სეზონში ახალგაზრდა ფეხბურთელმა იტალიის ჩემპიონატში 26 შეხვედრა ჩაატარა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]