ვილია: "მე და ტორესი ერთმანეთს ძალიან ვეხმარებით"
ესპანეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა დავიდ ვილიამ განაცხადა, რომ "ფურია როხას" რიგებში არანაირი დაძაბულობა და დაპირისპირება არ არის და მოთამააშეების ერთადერთი და საერთო მიზანი და სურვილი კონფედერაციის თასის მოგებაა.
ჟურნალისტებს არ გამორჩენიათ ვილიასა და ტორესის უთანხმოება ტაიტისტან მატჩის დროს, თუმცა "ბარსელონას" თავდამსხმელმა აღნიშნა, რომ მას "ჩელსის" ფეხბურთელთან ფანტასტიკური ურთიერთობა აქვს: "ჩვენ უკვე დიდი ხანია ერთად ვთამაშობთ, ამ ხნის მანძილზე კი ერთმანეთს გაუმჯობესებაში ვეხმარებოთ. ჩვენთვის უმთავარესი და უმნიშვნელოვანესია ესპანეთმა რაც შეიძლება მეტი ტიტული მოიგოს. ინდივუდუალური შედეგები მეორეხარისხოვანია".
ვილიამ წელს გუნდში ("ბარსელონა") შეზღუდულ სათამაშო დროზეც ისაუბრა: "ჩემი ერთადერთი მიზანია დავეხმარო გუნდს წარმატების მიღწევაში. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს წელი ჩემთვის საუკეთესო არ ყოფილა." ვილიამ ასევე ყურადღება გაამახვილა მის როლზე ეროვნულ ნაკრებში: "მე ნაკრებში ხელშეუხებელი არ ვარ, უბრალოდ ვარ იმ გუნდის ერთ-ერთი ნაწილი, რომლის მთავრი მიზანია კვლავ განაგრძოს წინსვლა და მოიპოვოს ტიტულები".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]