thiaGOALcantara: "თავს კარგად ვგრძნობ და ივლისიდან ნამდვილად დავბრუნდები"
მოგესალმებით საიტის ძვირფასნო მომხმარებელნო ! მინდა გაუწყოთ და შემოგთავაზოთ ჩემი პროექტის მესამე ნაწილი. გპირდებით, რომ ახალი ნაწილი იქნება საინტერესო და რა თქმა უნდა სახალისო ისევე როგორც ახალი რესპოდენტი. ასევე მინდა გითხრათ, რომ პროექტის პრინციპი და მიზანი იგივე რჩება.
მე დარწმუნებული ვარ მკითხველმა ძალიან ცოტა თუ იცის მათზე ისინი საიტის მთავარი მამოძრავებელნი არიან, რა თქმა უნდა საუბარია ჩვენი საყვარელი საიტის Barcamania-ის უძლიერეს პერსონალზე. მე, როგორც საიტის ერთ-ერთი რედაქტორი (ჯერემი რენერი) ინტერვიუს სახით ვაგრძელებ და ვცდილობ გაგაცნოთ რამდენიმე მათგანი. დღეს ჩვენი მორიგი სტუმარი საიტის ერთ-ერთი საინტერესო და კრეატიული პიროვნება, ერთ-ერთი სტაჟიანი მომხმარებელი, წარმატებული და ქარიზმატული - (thiaGOALcantara) იქნება.
1. მოგესალმები. საიტის მომხმარებლისათვის ისევე როგორც სხვა დანარჩენი პერსონალის წევრი ნამდვილად არ ხარ უცხო მაგრამ ჩემი პროექტის მიზანია უფრო კარგად და ახლოს გავაცნო რამოდენიმე თქვენთაგანი საიტს. ასე რომ გვიამბე შენ ცხოვრებაზე, ინტერესებზე, ჰობიზე..
- პირველ რიგში გილოცავ ახალ პროექტს და რედაქტორის სტატუსს!!! ნამდვილად იმსახურებ და კიდევ უფრო განვითარებას გისურვებ. მე გახლავართ ნინო 18 წლის უკვე მეორე კურსის სტუდენტი. მთავარი ინტერესი ნამდვილად ფეხბურთია, თუმცა ვინტერესდები კალათბურთით, ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიების ღრმად შესწავლაც მიყვარს. ძალიან მიყვარს ცურვა. რამდენიმე წელი პროფესიონალურადაც ვცურავდი, მაგრამ შემდეგ გადავწყვიტე სწავლად გავყოლოდი.
2. უღრმესი მადლობა. ვინაიდან ფეხბურთის გარდა სხვა სპორტსაც ანიჭებ უპირატესობას, თითოეულ სახეობაში ფავორიტი სპორტსმენი დაგვისახელე ?
- კალათბურთში არ შეიძლება არ გიყვარდეს კობი ბრაიანტი, მაგრამ ჩემი საყვარელი კალათბურთელი მეჯიქ ჯონსონია. მისი ცხოვრების თითოეული ეპიზოდი ჩემთვის სამაგალითოა. ცურვაში კი რამდენიმე წელია მაიკლ ფელპსს ვგულშემატკივრობ.
3. რომელია შენი საყვარელი ფილმი, მსახიობი, მომღერალი, სპორტსმენი, მწერალი(პოეტი), ნაწარმოები..?
- საყვარელი ფილმი ნათლიმამა, საყვარელი მსახიობი მორგან ფრიმენი, მეჯიქ ჯონსონი, ილია ჭავჭავაძე, ტრიუმფალური თაღი.
4. ძალიან საინტერესოა. ოცნებებზე რას გვეტყვიი გაქვს რაიმე კონკრეტული და განსაკუთრებული ნატვრა ცხოვრებაში ?
- სპორტული ოცნების ასრულებას ამ შემოდგომაზე ვაპირებ, კლასიკო შემოდგომაზე ყველაზე საინტერესოა, ცხოვრებაში კი უამრავი ოცნება მაქვს, მინდა წარმატებული ვიყო, ჩემი ოჯახი ჯანმრთელი მყავდეს. დანარჩენი მეორეხარისხოვანია.
5. წარმატებებს გისურვებ. ახლა უშუალოდ ფეხბურთზე გადავიდეთ.. დამისახელე შენი დროის სიმბოლური გუნდი ?
- კანი, რობერტო კარლოსი, მალდინი, კანავარო, დანი ალვეში, სერხიო ბუსკეტსი, ზინედინ ზიდანი, ანდრეს ინიესტა, მარადონა, ლიონელ მესი, ბატისტუტა
6. დღეს ვის მიიჩნევ საუკეთესო ფეხბურთელად ?
- ამაზე ბევრი მსჯელობა მიდის, ვფიქრობ ერთი ფეხბურთელის დასახელება სისულელე იქნება. ყველა ერას ჰყავს საუკეთესო ფეხბურთელი. როგორ შეიძლება შევადაროთ პელე და ლიონელ მესი, როცა მათ კარიერებს შორის თითქმის 40 წელია. ამჟამად ჩემთვის საუკეთესო ნამდვილად ლიონელ მესია, თუმცა უნდა აღვნიშნო მეორე ადგილზე ანდრეს ინიესტა დგას.
7. მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე რას იტყვი და ვის თვლი ფავორიტად ? ზოგადად რომელი ეროვნული ნაკრების გულშემატკივარი ხარ ?
- საერთოდ საქართველოს ნაკრების გულშემატკივარი ვარ, მაგრამ იმის გამო, რომ ვერ ვმონაწილეობთ მსგავს ტურნირებში, ხშირად მიწევს საყვარელი ნაკრების შეცვლა. ყოველთვის მას ვგულშემატკივრობ ვინც დარწმუნებული ვარ რომ მოიგებს. რატომღაც ვფიქრობ, რომ გერმანია მსოფლიო ჩემპიონი გახდება, თუმცა ესპანეთის ჩამოწერაც არ შეიძლება.
8. ბრაზილიაში ამჟამად კონფედერაციის თასის გათამაშება გრძელდება ტურნირის ფავორიტად ვის თვლი ?
- ბრაზილია როგორც მასპინძელი და ესპანეთი როგორც მსოფლიო და ევროპის მოქმედი ჩემპიონი. ვფიქრობ სწორედ ეს ორი დაუპირისპირდება ფინალში ერთმანეთს.
9. ეხლა "ბლაუგრანას" შესახებ ვისაუბროთ, ნეიმარი უკვე ოფიციალურად "ბარსელონას" ფეხბურთელია ამ ტრანსფერის შესახებ რას ფიქრობ ? ასევე რას იტყვი ტიაგო ალკანტარზე რომლის მომავალი "ბარსელონაში" კითხვის ნიშნის ქვეშ დგას...
- ბრაზილიელები "ბარსელონაში" ყოველთვის წარმატებულები იყვნენ. პირველ წელს გაუჭირდება, თუმცა თავის შესაძლებლობებს მაინც გამოავლენს. ტიაგო ალკანტარას მინი-საგა კი ნამდვილად მაწუხებს. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი და უნიჭიერესი ფეხბურთელია. დიდი შეცდომა იქნება, თუ ამ ფეხბურთელს ხელიდან გაუშვებენ. ჩავი უკვე მოხუცდა და რამდენიმე წლის შემდეგ კარიერის დასრულება მოუწევს. შესაძლებელია, რომ ჩავი უფრო მეტად მოხვდეს როტაციაში და მისი ადგილი ტიაგომ შეავსოს. იგივეს თქმა შემიძლია ინიესტაზე. ტიაგო სრულყოფილი ფეხბურთელია და ამასთან ის ჯერ კიდევ პატარაა.
10. ამჟამად კლუბში ვის იხილავდი და ვის თვლი პრიორიტეტულად კლუბისათვის ?
- პრიორიტეტული მეკარე და ცენტრალური მცველია. მეკარედ უსიტყვოდ ტერ შტეგენი. გერმანელებს საუკეთესო მეკარეები ჰყავთ. ხოლო მცველად ტიაგო სილვა საუკეთესო იქნებოდა.
11. შენი აზრით ამჟამად ვინ არის ის ფეხბურთელი ან ფეხბურთელები რომლებმაც კლუბი უნდა დატოვონ ?
- პინტო, დოს სანტოსი, სონგი, მუნიესა, დავიდ ვილიას და ალექსის სანჩესი. სესკ ფაბრეგასს შანსს კიდევ ერთხელ მივცემდი, გაუმართლებლობის შემთხვევაში გავუშვებდი.
12. ჩვენს საიტზე გადავიდეთ... გვიამბე თუ როგორ მოხვდი ჩვენთან, რას ფიქრობ დღევანდელ Barcamania.Ge-ზე და საიტის მწერლებზე ?
- 2010 წელს დავრეგისტრირდი, მაგრამ ამ საიტზე სიახლეებს უფრო ადრეც ვკითხულობდი, შემდეგ საიტზე აქტიურობა გადავწყვიტე. საიტის მწერლები საუკეთესოები არიან. აქტიურები, დაუღალავები და რაც მთავარია იციან როგორ დააინტერესონ ხალხი.
13. ყველასათვის ცნობილია, რომ საიტზე გარკვეული პაუზა აიღე ჯანმრთელობის პრობლემების გამო როგორც ვიცი ამჟამად ყველაფერი რიგზეა. ალბათ ყველას აინტერესებს და იქნებ გვითხრა როდის გეგმავ საიტზე დაბრუნებას ?
- ივლისიდან ნამდვილად დავბრუნდები. თავს ნამდვილად კარგად ვგრძნობ და ერთი სული მაქვს როდის დავუბრუნდები მკითხველს.
14. ძალიანაც კარგი. დღეისათვის სულ ეს იყო მემგონი შენი თავი საიტის მომხმარებლებს სრულყოფილად გავაცანი... ინტერვიუს მიწურულს კი მინდა გისურვო ჯანმრთელობა და წარმატებები პირად ცხოვრებაში..
- დიდი მადლობა შენ. ნამდვილად საინტერესო ინტერვიუ გამოვიდა. ასევე მეც გისურვებ წარმატებებს.
(ჯ.რ) - "ნინო, მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადო იმისათვის, რომ დამთანხმდი ინტერვიუზე და თავისუფალი დრო გამონახე და როგორც კოლეგა მოუთმენლად ველი შენს დაბრუნებას. ვიმედოვნებ, რომ პროექტის მესამე ნაწილიც საინტერესო გამოვიდა. მცირე პაუზის შემდეგ მე აუცილებლად შემოგთავაზებთ შემდეგ ნაწილს რა თქმა უნდა ახალი რესპოდენტით." (პ.ს გაგრძელება იქნება)
სპეციალურად Barcamania.Ge-ისთვის ©
ავტორი: ჯერემი რენერი
გმადლობთ ყურადღებისათვის !
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]