TengoBarca: "საიტზე 1000 მომხმარებლის შემოსვლას აღვნიშნავდით"

TengoBarca: "საიტზე 1000 მომხმარებლის შემოსვლას აღვნიშნავდით"

მოგესალმებით ბარსამანიის ძვირფასნო მომხმარებელნო ! ერთ კვირიანი პაუზის შემდეგ მინდა ჩემი პროექტის მეოთხე ნაწილი შემოგთავაზოთ. დღეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი იქნება რა თქმა უნდა ასევე საინტერესო, რესპოდენტის თანხლებით. ასევე მინდა გითხრათ და გაგიმეოროთ, რომ პროექტის პრინციპი და მიზანი იგივე რჩება.

 

პროექტის მიზნის გათვალისწინებით მე განვაგრძობ უფრო ახლოს გაგაცნოთ Barcamania-ის პერსონალი, რომელიც რასაკვირველია ძალებს არ იშურებს საიტის განვითარებისათვის.  ასე, რომ მე საიტის ერთ-ერთი რიგითი მწერალი (ჯერემი რენერი) ინტერვიუს სახით დღეს პროექტის მეოთხე ნაწილს შემოგთავაზებთ. მეოთხე რესპოდენტი კი საიტის დამაარსებელი, ბარსამანიის ერთ-ერთი პირველი წევრი და რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო პიროვნება, ადმინისტრატორი - (TengoBarca) იქნება. 

1. მოგესალმები თენგო. საიტის მომხმარებელთა დიდი ნაწილისათვის სულაც არ ხარ უცხო და ბევრმა იცის, რომ საიტის დამფუძნებელი ხარ მაგრა ვინაიდან ჩემი პროექტის მთავარი მიზანი მომხმარებლებისათვის პერსონალის უფრო ახლოს გაცნობაა დიდი ნაწილი მაინც არ გიცნობს, ასე რომ გვიამბე შენ ცხოვრებაზე, ინტერესებზე, ჰობიზე..
- გამარჯობა. ვცხოვრობ ბათუმში, ამჟამად ვმუშაობ ბანკში. მყავს მეუღლე. ვთამაშობ რა სად როდისს, დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი ფეხბურთს რომ შემეძლოს კარგად თამაში, ვუფრთხილდები რეპუტაციას და ამიტომ ხშირადაც ვერ დამინახავთ საფეხბურთო მოედანზე .. 

2. ფეხბურთის გარდა, რომელიმე სხვა სახეობა თუ გიზიდავს ან ანიჭებ უპირატესობას ?
- სპორტული რა? სად? როდის? სხვათა შორის სპორტის სახეობაა. სადაც ჭადრაკი...
ყველაზე უკეთ კალათბურთის თამაში გამომდის. დავდიოდი კიდეც 8 წელი ბათუმის ბასკოში. სამწუხაროდ დიდად არ მიტაცებს სპორტის ეს სახეობა, მაგრამ გული მიგრძნობს ადრე თუ გვიან ჩავუჯდები ენ ბი ეის..

3. ძალიან საინტერესოა. ვინაიდან ფეხბურთის გარდა სხვა სპორტსაც ანიჭებ უპირატესობას, თითოეულ სახეობაში ფავორიტი სპორტსმენი დაგვისახელე ?
- კობი ბრაიანტი ნამეტანი ბარსას გულშემატკივარია და ყოველთვის ვუგულშემატკივრებ...

4. რომელია შენი საყვარელი ფილმი, მსახიობი, მომღერალი, საზოგადო მოღვაწე, მწერალი(პოეტი), ნაწარმოები..?
- მოდი რაც გამახსენდება უცებ იმათ გეტყვი, თორე ესე "საყვარელის" გამორჩევა ძალიან მიჭირს. მერე მახსენდება სხვებიც და გული მწყდება
ფილმები: მაკულატურა, oldboy, ძაღლი მოჩვენება, დაწვი წაკითხვის შემდეგ, Fantastic Mr fox, ფარვანა, შეშლილთა კუნძული, უსახელო ნაბიჭვრები... ვერ მოვრჩები დიდხანს ესე თუ გავაგრძელე... 
მსახიობები: დე ნირო, დი კაპრიო, კერი მალიგანი, რაიან გოსლინგი, უილ სმიტი, ჯო პეში, გარი ოლდმანი, ჰიუ ლორი, ჯერემი ბრეტი და ა.შ.
მომღერალი: პლანტი, ტომ იორკი, მეთიუ ბელამი, burrial, sigur ros-ის მთელი შემადგენლობა, ოლაფურ არნალდსი. თითქმის ყველაფერს ვუსმენ..
საზოგადო მოღვაწე: მარტინ ლუთერ კინგი, ჩე, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ილია ჭავჭავაძე...
მწერალი: სტივენ კინგი, ო'ჰენრი, რობერტ შეკლი, მიშელ უელბეკი, უმბერტო ეკო, ოლდოს ჰაქსლი, კენ კიზი, სიგრიდ უნსეტი...
სხვათა შორის ჯერემი რენერიც საკმაოდ კარგი მსახიობია...

 

5. ცხოვრებაში რაიმე ნატვრა ან განსაკუთრებული ოცნება თუ გქონია ? 

- ბავშვობიდან ნატვრად მაქვს რამბლაზე გასეირნება. ყოველთვის წარმოვიდგენდი როგორ ვხეტიალობდი, დავუქნევდი კოლუმბს ხელს და ჩავუყვებოდი პლაჟს და რაღა თქმა უნდა კამპ ნოუზე მოხვედრა.
ოდესმე აუცილებლად ჩავალ და მეშინია არ დავრჩე თუმცა რა არის საშიში ამაში? 

 

6. არც არაფერი. ახლა რასაკვირველია ფეხბურთზე გადავიდეთ, ისევე როგორც წინა რესპოდენტების მსგავსად ალბათ ყველას აინტერესებს შენი დროის სიმბოლური გუნდი ?

- კარში: ოლივერ კანი
მცველები: მალდინი, კუმანი, პუიოლი
ნახევარდაცვა: პეპი, რივალდო, მესი, მარადონა, კრუიფი
თავდასხმა: ბერგკამპი, რონალდო (კიჭა)

7. და ყველაზე აქტუალური თემა დღევანდელ საფეხბურთო სამყაროში, დღეს ვის მიიჩნევ საუკეთესო ფეხბურთელად ?
- აბა თუ გამოიცნობ?
- ლიონელ მესის
- კი. ლეო არამარტო დღეს, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. ვიცი ზოგი არ დამეთანხმება, მაგრამ დროის ამბავია. ხომ იცით, ფეხბურთელი რომ მიდის მერე აფასებენ. მესის კარიერის ნახევარი კიდევ წინ აქვს და ღმერთმა იცის კიდე რამდენჯერ გაგვაოცებს..

8. ბრაზილიაში მომავალ წელს მსოფლიოს პირველობა დაბრუნდება, ტურნირის ფავორიტად ვის თვლი ? და რა თქმა უნდა ზოგადად რომელი ნაკრების გულშემატკივარი ხარ ?
- მსოფლიო ჩემპიონატი ძალიან მიყვარს, მაგრამ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს გამორჩეულად არც ერთ ნაკრებს არ ვგულშემატკივრობ. ვგულშემატკივრობ ბარსას ფეხბურთელებს, მაგრამ მომავალი მსოფლიო ჩემპიონატი მინდა არგენტინამ მოიგოს..

9.  "ბლაუგრანას" აწმყოზე რას იტყვი.. რას ფიქრობ სანდრო როსელის სატრანსფერო პოლიტიკაზე, მიესალმები თუ არა ნეიმარის ტრანფერს.. ? ასევე, რას იტყვი ტიაგო ალკანტარაზე, რომელიც დიდი ალბათობით "ბარსელონას" დატოვებს...
- როსელამდე არ შემიძლია ლაპორტაზე არ ვთქვა ორი სიტყვა. ეს კაცი ბარსას ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერა ოქროს ასოებით. უნდა ვიამაყოთ რომ ლაპორტას ბარსელონას პორდაპირ ეთერში ვუყურებდით როსელი უშუალო კონკურენტი იყო ყოველთვის მისი, მიუხედავად იმისა რომ ერთად მოვიდნენ სათავეში ერთ დროს. სანდროს ტრანსფერებზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი ჯერ. რა თქმა უნდა, ნეიმარის ტრანსფერმა ძალიან გამახარა, მაგრამ აი ტიაგოზე რა გითხრა.. ალბათ ყველაზე მეტად მეწყინება მისი წასვლა. ტიაგოს ძალიან დიდი ხანია ვაკვირდები, ყოველთვის მქონდა მისი იმედი. დარწმუნებული ვარ დიდი ფეხბურთელი დადგება მისგან. თავის დროზე ანალოგიურ სიტუაციაში პეპმა დატოვა ბარსა იმის გამო, რომ ჩავის ეთამაშა უფრო ხშირად ძირითადში. ჯერ კიდევ იმედი მაქვს რომ დაარწმუნებენ და დატოვებენ ტიაგოს.

10. ამ ფორმაციის "ბარსელონაში" შენი აზრით ვინ არის ის ფეხბურთელი ან ფეხბურთელები, რომლებმაც კლუბი ამ ზაფხულშივე უნდა დატოვონ ?

- სანჩესი აშკარად ამოვარდნილია. ვერ გაამართლა ფაბრეგასმა, თუმცა ვიცოდი რომ ესეც მოხდებოდა. ალბათ უფრო მეტი დრო მონტოიასაც უნდა დაეთმოს და ნელ–ნელა ჩაანაცვლოს ალვეში. რაც მეტი კანტერანო გვეყოლება ძირითადში, მით საამაყო იქნება ჩვენთვის


11. დღეს რომ კლუბის სათავეში იყო პირველრიგში რას განახორციელებდი.. და ვის შეიძენდი ?
- ტიაგოს დავტოვებდი შემდეგ ვიზრუნებდი ცენტრალურ მცველზე..

12. ბოლო დროს სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე მეტად დავიდ ვილიას თემა ტრიალებს, რომლის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია.. თვლი, რომ ასტურიელი კლუბისათვის ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია ?
- ვილიას წინა სეზონში ტრავმამ დაასვა დაღი. რათქმა უნდა მისი დონის მოთამაშე ნებისმიერი კლუბისთვის მნიშვნელოვანია. იმედია ელ გუახე ძველებურად ათამაშდება..

13. ინტერვიუს მიწურულს რასაკვირველია ჩვენს საიტზე გადავიდეთ.. ალბათ ყველას აინტერესებს Barcamania.Ge-ის შექმნის ისტორია.. როდის? რატომ? და როგორ გადაწყვიტეთ.. რა თქმა უნდა საინტერესოა შენი შეხედულებებიც დღევანდელ Barcamania-ზე და საიტის მწერლებზე ..
- როგორ გადავწყვიტეთ უკვე ბუნდოვნად გვახსოვს სულ თავიდან barcamania.caucasus.net იყო, რომელიც დავარეგისტრირე მახსოვს ხალხს "კარდაკარ ვადგებოდი", კარგი საიტია შედით მეთქი:) პირველ კურსზე ვიყავი. მერე მე და მიშამ შევუდექით საქმეს და ჯი დომენზე დავრეგისტრირდით. ოღონდ ის ცალკე თემაა რეგისტრაციის თანხა რომ არ გვქონდა, როგორ ვნახე მივიწყებული ათლარიანი ჟილეტის ჯიბეში, კოკისპირულ წვიმაში როგორ გავიქეცი ტოტალიზატორში "უეჭველი" კუშებისთვის რომ მიმესწრო და როგორ გავაოთხმაგეთ თანხა მერე აეწყო და აეწყო. მახსოვს 1000 მომხმარებელი რომ დაფიქსირდა საიტზე როგორ აღვნიშნავდით და გვიხაროდა
 მწერლებს ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იმ შრომისთვის, რაც გაწიეს ამ ხნის განმავლობაში და დღესაც უანგაროდ შრომობენ. ბარსამანია არ არის მხოლოდ თენგოს და მიშას საიტი, ეს არის ბარსას ყველა ჭეშმარიტი გულშემატკივრის...

14. პირადად ჩემთვისაც უცნობი იყო ისტორია რა თქმა უნდა და ძალიან საინტერესოა. საიტზე ახლო მომავალში რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებებს თუ გეგმავთ ? .. აპირებთ თუ არა რაიმე სიახლის შეთავაზებას მომხმარებლებზე ამ ეტაპზე ..
- ჯერ–ჯერობით არაფერს ვგეგმავთ, თუმცა რასაც ვაკეთებთ ყველაფერი უცებ მოგვდის თავში და ისე ვახორციელებთ..

15. საიტის მომხმარებლებს როგორ მიმართავდი და რას ურჩევდი ?
- დიდი მადლობა ბარსამანიას თითოეულ მომხმარებელს. თქვენ რომ არა ამ საიტის არსებობასაც არ ექნებოდა აზრი. მიხარია რომ შეგიწყვეთ ჩვენც ხელი, გაგეცნოთ ერთმანეთი და დამეგობრებულიყავით. გიყვარდეთ ფეხბურთი და ბარსელონა..

16. და ჩვენი ინტერვიუს კულმინაციაც.. მემგონი დღეიდან საიტზე შენზე და არამხოლოდ.. საიტის ისტორიაზეც ბევრი გაიგო და მოვახერხე სრულყოფილად გამეცნო მომხმარებლისათვის ყოველივე ეს.. გისურვებ წარმატებას საიტის განვითარებაში და რა თქმა უნდა პირად ცხოვრებაში !
- დიდი მადლობა

(ჯ.რ) - "თენგო, პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადო, რომ პროექტში მონაწილეობის მიღებაზე დამთანხმდი და თავისუფალი დრო გამონახე. ალბათ პროექტის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ნაწილი გამოვიდა და იმედი მაქვს, რომ დღეიდან მომხმარებლებმა ბევრი რამ გაიგო საიტის დაარსებაზე და ისტორიაზეც. წინა ნაწილების მსგავსად არც მეოთხე ნაწილია უკანასკნელი ასე, რომ მე გპირდებით მცირე პაუზის შემდგომ, აუცილებლად დაგიბრუნდებით მეხუთე ნაწილით და რა თქმა უნდა ახალი რესპოდენტით." (პ.ს გაგრძელება იქნება)



სპეციალურად Barcamania.Ge-ისთვის ©
ავტორი: ჯერემი რენერი
გმადლობთ ყურადღებისათვის !

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.