რივალდო: "მესი და ნეიმარი გაუგებენ ერთმანეთს მოედანზე"
კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა, ლეგენდარულმა ბრაზილიელმა, რივალდომ განაცხადა, რომ არგენტინელი ლიონელ მესი და "ბარსას" ახალწვეული ბრაზილიელი, ნეიმარი მოედანზე ერთმანეთს ხელს არ შეუშლიან. იტყობინება, ესპანური პრესა.
ამით ბრაზილიელმა კატალონიელთა ექს-ფეხბურთელისა და მწვრთნელის იოჰან კრუიფის განცხადებას უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ ნეიმარის შეძენამ შესაძლოა მესის ტრანსფერზე დაყენება გამოიწვიოს.
"არ არსებობს არანაირი ეჭვი იმის შესახებ, რომ ისინი მოედანზე ერთმანეთს ვერ გაუგებენ. შესანიშნავი იქნება ამ ფეხბურთელების ერთად ხილვა ერთი კლუბის შემადგენლობაში. ნეიმარი მუდამ დარწმუნებული იყო, რომ "ბარსელონაში" თამაში სურდა. ეჭვგარეშეა, რომ მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მას ეყოლება გვერდით ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან მესი, ჩავი და ინიესტა, ნეიმარი ერთ ან ორ წელიწადში მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გახდება." - განაცხადა, რივალდომ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]