კოუტინიო: "მესი და ნეიმარი ერთმანეთს გააუმჯობესებენ"
"ლივერპულის" ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიო დარწმუნებულია, რომ "ბარსელონას" ბრაზილიელი ახალწვეული კატალონიაში აუცილებლად ათამაშდება, იტყობინება ესპანური პრესა.
კოუტინიოს არც იმაში ეპარება ეჭვი, რომ ნეიმარი და მესი ერთად შეუჩერებელ დუეტს წარმოადგენენ.
"ნეიმარმა ფანტასტიურად წარმოაჩინა თავი კონფედერაციის თასზე. "ბარსელონამ" ძალიან ძლიერი ფეხბურთელი შეიძინა. რაც შეეხება მესის, ის და ნეიმარი გააუმჯობესებენ ერთმანეთს. ბრაზილიელი ფეხბურთელი მორიდებული ადამიანია და მალე ეწყობა გუნდის თამაშს. მათ წინააღმდეგ თამაში ფაქტიურად წარმოუდგენელი იქნება." - განაცხადა კოუტინიომ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]