ნეიმარი: "ძალიან ვაფასებ კასილიასს და აღფრთოვანებული ვარ მისით"
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა და კატალონიის "ბარსელონას" ახალწვეულმა, ნეიმარმა საქებარი სიტყვები არ დაიშურა მომავალი მეტოქის, ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" მეკარის იკერ კასილიასის მიმართ, კონფედერაციის თასის ფინალის წინ.
"მე მუდამ აღფრთოვანებული ვიყავი ბევრი ფეხბურთელით. კასილიასი - მსოფლიოს ერთ-ერთი დიდებული მეკარეა, ახლაც და მუდამ. ვაფასებ მას აღფრთოვანებული ვარ მისით. ნებისმიერი ისურვებდა მის ხილვას საკუთარ გუნდში. მაგრამ კვირას მე იმედი მაქვს მექნება პატივი დავლაშქრო მისი კარი." - განაცხადა, 21 წლის ბრაზილიელმა, რომელმაც კონფედერაციის მიმდინარე გათამაშებაზე უკვე 3 გოლის გატანა მოახერხა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]