პერეირა: "ნეიმარი - ქარიშხალი და სიბნელეა, რომელმაც კატალონია დაიპყრო"

პერეირა: "ნეიმარი - ქარიშხალი და სიბნელეა, რომელმაც კატალონია დაიპყრო"

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ტექნიკურმა დირექტორმა, კარლოს ალბერტო პერეირამ, საქებარი სიტყვები არ დაიშურა ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" ფორვარდის, ნეიმარის მისამართით. პერეირას ეჭვიც არ ეპარება იმაში, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი მუდამ სრულყოფილი იქნება და საკუთარ თამაშს გააუმჯობესებს. იტყობინება, სამხრეთ ამერიკული პრესა.

"ჩვენ ყოველთვის დარწმუნებულნი ვიყავით იმაში, რომ ნეიმარი ევროპაში გამოვიდოდა და პროგრესს განაგრძობდა. ის დაიბადა ფენომენად, ქარიშხლად და სიბნელედ, რომელმაც კატალონია დაიპყრო. ნეიმარმა კატალონიის დაპყრობა 4 თვის განმავლობაში შესძლო. მისი "ბარსელონაში" გადასვლა მიზანშეწონილი იყო, როგორც ფეხბურთელისათვის, ისევე ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისათვის." - განაცხადა, პერეირამ.  

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.