"ბარსელონამ" შესაძლოა ჟულიო სეზარი 3 მილიონ ევროდ შეიძინოს

"ბარსელონამ" შესაძლოა ჟულიო სეზარი 3 მილიონ ევროდ შეიძინოს

2013 წლის კონფედერაციის გათამაშების დასრულების შემდეგ, ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და მიმდინარე წელს ჩემპიონშიპში გავარდნილი "ქუინს პარკ რეინჯერსის" მეკარე, ჟულიო სეზარი კატალონიის "ბარსელონას" ინტერესის სფეროშიც მოხვდა. იტყობინება, Sport.es.

კატალონიური კლუბი 33 წლის მეკარის შეძენის აუცილებლობას იმ შემთხვევაში ხედავს, თუ გერმანელ მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან ყველაფერი ჩაიშლება. წყაროს ინფორმაციით სეზარის გამოსყიდვის ვარიანტი - 3 მილიონ ევროს შეადგენს. 

აქამდე ცნობილი იყო, რომ მეკარის მიმართ ინტერესებს: "მილანი", "არსენალი", "რომა" და "ფიორენტინა" იჩენდნენ. "ბარსელონას" ინტერესი კი რა თქმა უნდა ცხადია, მიზეზი კლუბიდან ვიქტორ ვალდესის წასვლაა, რომელმაც კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.