"ბარსელონასა" და "ბორუსიას" შორის მოლაპარაკებები დაიწყო

"ბარსელონასა" და "ბორუსიას" შორის მოლაპარაკებები დაიწყო

კატალონიის "ბარსელონამ" და მიუნხენგლადბახის "ბორუსიამ მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს 21 წლის გერმანელ მეკარესთან მარკ ანდრე ტერ შტეგენთან დაკავშირებით. იტყობინება Football Espana.

დღეს ორივე კლუბის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდებიან, რადგან ახალგაზრდა მეკარის ბედი გადაწყვიტონ.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანული კლუბი 21 წლის მეკარის სანაცვლოდ მზადაა  12 მილიონი ევრო მიიღოს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ კატალონიური კლუბი ტერ შტეგენს ვიქტორ ვალდესის ჩანაცვლებისათვის ყიდულობს.

აღსანიშნავია ის, რომ გერმანელმა მეკარე ბუნდესლიგის წლევანდელ სეზონში ყველა მატჩი ჩაატარა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.