პუიოლმა ნეიმარი შეაქო

პუიოლმა ნეიმარი შეაქო

"ბარსელონას” ცენტრალურმა მცველმა და კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა შეაქო თავისი ახალი თანაგუნდელი, ნეიმარი, იტყობინება ესპანური პრესა.
პუიოლმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია ბრაზილიელი ფეხბურთელის მაღალ კლასში.
”ნეიმარი ძალიან კარგია და ასეთი ფეხბურთელები იშვიათად იბადებიან. მის წინააღმდეგ მითამაშია და შემიძლია გითხრათ, რომ თავისებური სტილი აქვს, ყველასგან განსხვავებული. ”ბარსელონას” დიდ სარგებელს მოუტანს. რაც შეეხება მესისა და ნეიმარის ურთიერთგაგებას, არგენტინელიც და ბრაზილიელიც ძალიან კარგი ადამიანები არიან, ასე რომ არამგონია რამე პრობლემა შეიქმნას.” - განაცხადა პუიოლმა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.