შესაძლოა, პუიოლმა კარიერა მლს-ში გააგრძელოს

შესაძლოა, პუიოლმა კარიერა მლს-ში გააგრძელოს

კატალონიის "ბარსელონას" კაპიტანმა და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა კარლეს პუიოლმა შესაძლოა, რომ თავისი საფეხბურთო კარიერა მლს-ს რომელიმე კლუბში გააგრძელოს.

ფეხბურთელის აგენტმა მოლაპარაკებები გამართა მლს-ს ორი კლუბის წარმომადგენლებთან, ეს კლუბები კი არიან: "ნიუ იორკ რედ ბულსი" და "ნიუ იორკ სიტი".

როგორც იცით ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კარლეს პუიოლს კატალონიური კლუბის დატოვება მიმდინარე სეზონის დასასრულს სურს, რადგან ესპანელ მცველს არ უნდა, რომ კლუბს ზედმეტი ტვირთი აკიდოს.

შეგახსენებთ, რომ კარლეს პუიოლს "ლურჯ-ბროწეულისფერებთან" მიმდინარე კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულში ეწურება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.