დეულოფეუმ პირველ გუნდში თამაშზე უარი თქვა

დეულოფეუმ პირველ გუნდში თამაშზე უარი თქვა

”ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ტიტო ვილანოვამ ვერ შეძლო დეულოფეუს დათანხმება იმაზე, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს შემდეგი სეზონი გუნდის პირველ რიგებში ეთამაშა. ესპანეთის 20-წლამდელთა ნაკრების ლიდერს კატალონიურ გრანდში თამაშს ”ბარსელონა ბ-ში” ან იჯარის წესით, სხვა კლუბში თამაში ურჩევნია.
ესპანელმა სპეციალისტმა ხერარ დეულოფეუს უთხრა, რომ იგი ”ბარსელონას” მომავალია და მისთვის უმჯობესია, პირველ გუნდში ამ სეზონიდან დაეწყო ვარჯიშები. ამის გარდა, მიჩვეოდა ატმოსფეროს და მთელი კვირა პირველი გუნდის ფეხბურთელებთან ერთად ყოფილიყო, თუმცა უარი მიიღო. დეულოფეუს აზრით, ნეიმარის ტრანსფერი კლუბში მის წუთებს მაქსიმალურად შეზღუდავს, ასე რომ არ ღირს 1 სეზონის ჩაგდება. ხერარს შემდეგი სეზონის გატარება იჯარის წესით სხვა კლუბში ან თუნდაც, ”ბარსა ბ-ში” ურჩევნია.
აღსანიშნავია ისიც, რომ არაერთი კლუბი ინტერესდება ახალგაზრდა ფეხბურთელით და სხვათაშორის, თითოეული მათგანი მზად არის იგი არენდით აიყვანოს. ასე რომ დიდი ალბათობით, შემდეგ სეზონში დეულოფეუს სხვა კლუბის მაისურით ვიხილავთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.