ჟერარ დეულოფეუმ კონტრაქტი გააფორმა

ჟერარ დეულოფეუმ კონტრაქტი გააფორმა

ჟერარ დეულოფეუს ტრანსფერის ფორმალური მხარეც მოგვარდა - ახალგაზრდა შემტევმა ხელი კონტრაქტს მოაწერა. ეს სულ რამდენიმე წუთის წინ მოხდა, მას შემდეგ, რაც ესპანელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა.

1994 წლის 13 მარტს დაბადებულმა ფეხბურთელმა გასული სეზონის მეორე ნახევარი "მილანში" გაატარა იჯარის წესით. ფეხბურთელი 30 ივნისამდე "ევერტონის" საკუთრება იყო, თუმცა გასულ სეზონში მის მიერ ნაჩვენებმა თამაშმა კატალონიელები მისი გამოსყიდვის უფლების გამოყენებაში დაარწმუნა.

სწრაფი და მრავალმხრივი ფლანგელი "ბარსელონაში" ჯერ კიდევ 9 წლის ასაკში მივიდა და 2011/12 წლების სეზონში "ბარსა ბ"-შიც მოსინჯა ძალები. იმავე წელს, "მალიორკას" წინააღმდეგ პირველ გუნდში მისი ოფიციალური დებიუტიც შედგა 17 წლის ასაკში.

მისმა კარგმა თამაშმა "ბარსელონას" სარეზერვო გუნდში "ევერტონის" ყურადღებაც მიიპყრო. ფეხბურთელი ლივერპულულ გუნდში ჯერ გაანათხოვრეს, შემდეგ კი, 2015 წელს, ინგლისელებს მიჰყიდეს. მანამდე, 2014/15 წლების სეზონში, დეულოფეუმ "სევილიაში" არენდით თამაში და ევროპის ლიგის მოგება მოასწრო.

ამის შემდეგ, გასული ორი სეზონი "ევერტონში" ჩაატარა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, გასულ იანვარს იჯარის წესით "მილანში" გადავიდა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    lado-barca
    სტუმარი [?]
    #3 14 ივლისი 2017 15:52
    0
    წარმატებები დეულოფეუს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 14 ივლისი 2017 15:44
    0
    წარმატებეი დეუს
    bacho91
    სტუმარი [?]
    #1 14 ივლისი 2017 15:24
    0
    წინა ხაზზე იდეალური სიტუაცია გვაქვს)

    1 ნახევარმცველიც მოიყვანონ წესიერი და ლიგასაც დავდებთ აუცილებლად)