დე ბური: ”მიხარია, რომ კრკიჩის შეძენა შევძელით”
”აიაქსის” მთავარმა მწვრთნელმა, ფრანკ დე ბურმა ისაუბრა ”ბარსელონას” თავდამსხმელის, ბოიან კრკიჩის ტრანსფერზე საკუთარ კლუბში. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოიანი ჰოლანდიური კლუბის ღირსებას მხოლოდ იჯარის წესებით დაიცავს.
”მიხარია, რომ კრკიჩის შეძენა შევძელით, იგი უმაღლესი დონის ფეხბურთელია. მას თამაში მარცხნიდანაც შეუძლია და მოედნის შუაგულიდანაც, თუმცა ”აიაქსში” მას ცოტა სხვა როლი ექნება, იგი მარჯვენა შემტევის პოზიციაზე ითამაშებს.” - განაცხადა ფრანკ დე ბურმა.
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი ორი სეზონი კრკიჩმა იჯარის წესებით ”რომასა” და ”მილანში” გაატარა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]