ამსტერდამისა და ბარსელონას კავშირი

ამსტერდამისა და ბარსელონას კავშირი

ამსერტადმი და ბარსელონა – ორი ქალაქი რომელსაც ერთმანეთთან 30 წლიანი საფეხბურთო  ურთიერთობა აკავშირებს. იოჰან კრუიფი, პატრიკ კლუივერტი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და კიდევ 17 ფეხბურთელი აერთიანებს ამ ორ კლუბს.

იოჰან კრუიფი იყო პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ორივე კლუბის საფეხბურთო მაისური მოირგო. ჰოლანდიელი "ბარსაში" 1973 წელს გადმოვიდა, ფანტასტიკური საფეხბურთო კარიერის შემდეგ კი იოჰან კრუიფი ე.წ "ოცნების გუნდს" ჩაუდგა სათავეში. კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელმაც ეს ორ კლუბს დააკავშირა იოჰან კრუიფის ვაჟი ჟორდია, რომელიც 1988 წლებდე "აიაქსის" ახალგაზრდულ კლუბში ირიცხებოდა, თუმცა შემდეგ "ბარსელონას" შეუერთდა და 1996 წლამდე აქ ასპარეზობდა.

15 წლის შემდეგ კატალონიას კიდევ ერთი ჰოლანდიელი რიჩარდ ვიტჩგე ესტუმრა, რომალმაც "კამპ ნოუზე" მხოლოდ 2 სეზონი დაჰყო, რის შემდეგაც კვლავ ამსტერდამში დაბრუნდა.

90–იანი წლების მიწურულს "ბარსელონაში" უამრავმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა მოიყარა თავი. ლუის ვან გაალის გაწვრთნილი გუნდის შემადგენლობაში შემდეგი ჰოლანდიელები ირიცხებდონენ: ვინსტონ ბოგარდე, ფრენკ და რონალდ დე ბურები, მიკაელ რაიციგერი და პატრიკ კლუივერტი. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი "აიაქსის" ყოფილი ფეხბურთელი გახლდათ. ასევე "აიაქსის" ყოფილი მოთამაშე იყო ფინელი ფეხბურთელი იარი ლიტმანენი. 2000 წელს "ბარსელონამ" მარკ ოვერმარსი, ხოლო 2004  წელს  ედგარ დევიდსი შეიძინა, რომელმაც 6 შესანიშნავი თვე გაატარა კატალონიაში.

"აიაქსში" თამაშობდნენ ასევე მაქსველი და იბრაჰიმოვიჩი, რომელბმაც შემდგომში "ბლაუგრანას" მაისური მოირგეს.

იყვნენ ფეხბურთელებიც, რომლებიც ჯერ "ბარსელონაში" ასპარეზობდნენ ხოლო შემდეგ ამსტერდამში გადავიდნენ. მათ რიცხვს მიეკუთვნება: მიკაელ ლაუდრუპი, როჯერ გარსია, გაბრი, ოლეგერ პრესასი, ასევე კუანკა, რომეილიც "აიაქსიში" არენდითაა გაშვებული, უკანასკნელი ფეხბურთელი კი რომელმაც ბარსელონა და ამსტერდამი დააკავშირა ესპანელი ფეხბურთელი ბიოან კრკიჩია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.