ამსტერდამი – ბარსელონა: ყველაფერი 70–იანებში დაიწყო
ურთიერთობა საფეხბურთო კლუბ "ბარსელონასა" და "აიაქსს" შორის გასული საუკუნის 70–იან წლებში დაწყო, მაშინ როდესაც იოჰან კრუიფმა კატალონიურ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი (1973). 40 წლის შემდეგ, უბრალოდ დაუჯერებელია ის ფაქტი, რომ ამ ორ გუნდს ერთმანეთის წინააღმდეგ არც ერთი ოფიცილაური შეხვედრა აქვს ჩატარებული. წარმოგიდგენთ ფეხბურთელებს, რომლებიც სხვადასხვა დროს ორივე გუნდის ღირსებას იცავდნენ.
კრუიფის გადმოსვლის შემდეგ, ამსტერდამიდან კატალონიაში კიდევ 13 ფეხბურთელი გადაბარგდა: იოჰან ნისკენსი (1974–79), რიჩარდ ვიტჩგე (1991–93), ჟორდი კრუიფი (1994–96), ფრენკ დე ბოერი (1998–2003), ვინსტონ ბოგარდე (1998–2000), პატრიკ კლუივერტი (1998–2004), რეისიგერი (1997–2004), იარი ლიტმანენი (1999–2001), მარკ ოვერმარსი (2000–2004), ედგარ დევიდსი (2004), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (2009–2010), მაქსველი (2009–2012). ზემოთ ჩემოთვლილ ფეხბურთელთაგან მხოლოდ ვიტჩგემ და მაქსველმა შეძლეს გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება.
პირველი ფეხბურთელი, რომელიც "ბარსელონადან" "აიაქსში" გადავიდა მიკაელ ლაუდრუპი გახლდათ. ფეხბურთელი "ბარსელონაში" ხუთი წლის განმავლობაში 1989–1994 წლებში თამაშობდა. კატალონიიდან ჰოლანდიაში კიდევ ხუთი ფეხბურთელი გადავიდა. ესენი არიან: გაბრი გარსია (2006–2010), როჯერ გარსია (2006–2007), ოლეგერი (2008–2011), ისააკ კუენკა (2013) და ბოიან კრკიჩი (2013).
[media=http://www.youtube.com/watch?v=Nl-dXxx_wLE]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]