ვილია: "იმედია ”ატლეტიკოში” ისეთივე ბედნიერი ვიქნები, როგორც ”ბარსაში”

ვილია: "იმედია ”ატლეტიკოში” ისეთივე ბედნიერი ვიქნები, როგორც ”ბარსაში”

მადრიდის ”ატლეტიკოს” ახალწვეულმა, დავიდ ვილიამ მომდევნო სეზონზე ისაუბრა. კარგად მოგეხსენებათ, რომ ასტურიელი კატალონიიდან მადრიდში 5 მილიონ ევროდ გადაბარგდა.
”მიხარია, რომ ჩემ კარიერაში ახალი ეტაპისთვის მზადება დავიწყე. მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, თუ როგორ მეპყრობოდა ”ატლეტიკო” უკანასკნელი დღეების განმავლობაში. აქ ჩემი სჯერათ და ერთი სული მაქვს, თუ როდის შევუდგები ვარჯიშს. მინდა ”ბარსელონას” დიდი მადლობა გადავუხადო, ასეთ დიდებულ კლუბში თამაშის შესაძლებლობისათვის. იმედია, ”ატლეტიკოში” ისეთივე ბედნიერი ვიქნები, როგორც ”ბარსაში” - განაცხადა ვილიამ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.