ვილია: ''ყველაფერს გავაკეთებ რომ ''ატლეტიკოს'' ფალკაოს არყოფნა არ დაეტყოს''
კატალონიის ''ბარსელონას'' ყოფილი ფეხბურთელი დავიდ ვილია ''ატლეტიკომ'' გუშინ წარუდგინა გულშემატკივრებს. გუშიმდელ პრეზენტაციას 20.000 გულშემატკივარი დაესწრო.
''ძალიან ბედნიერი ვარ. ასეთ დიდებულ გუნდში თამაში ჩემთვის დიდი პატივია. მე გუნდისთვის ყველაფერს გავაკეთებ. მომდევნო სეზონისთვის დიდი მოტივაცია მაქვს. მინდა რომ გულშემატკივარი და გუნდი იყოს ბედნიერი. ეს ჩემს ცხოვრებაში დიდი გამოწვევაა''.
''ატლეტიკო'' – ეს არის უკვე გამარჯვეუბული გუნდი. მე ''ბარსაში'' ვიყავი ძალიან ბედნიერი, მაგრამ როგორც მსურდა გასულ სეზონში ისე ვერ ვითამაშე. ჩემი მთავარი კარიერის ნაწილი დასრულდა, მაგრამ იწყება ახალი და არანაკლებ საინტერესო''.
''მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ გუნდმა არ იგრძნოს ფალკაოს ნაკლებობა. გუნდმა გასული სეზონი ''ლა ლიგაში'' მესამე ადგილზე დაასრულა და გახდა ''კოპა დელ რეის'' გამარჯვებული. ასევე ''ატლეტიკომ'' მოიპოვა ''ჩემპიონთა ლიგის'' საგზურიც. არ იყო რთული ამ გუნდში გადმოსვლა''.
''მე გადავწყვიტე დამეტოვებინა ''ბარსა'' იმიტომ, რომ მსურდა რეგულარულად მეთამაშა გუნდში. ეს გადაწყვეტილება იმიტომ არ მიმიღია, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ახლოვდება''. დაამთავრა დავიდ ვილიამ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]