მონტოია შესაძლოა "ინტერში" გადავიდეს

მონტოია შესაძლოა "ინტერში" გადავიდეს

კატალონიის "ბარსელონას" ახალგაზრდა ესპანელი მცველი, მარტინ მონტოია შესაძლოა სერია ა-ში "ინტერის" შემადგენლობაში გადავიდეს. იტყობინება, Marca.

შეგახსენებთ, რომ მილანის "ინტერის" მთავარი მიზანი ტურინის "იუვენტუსის" უნივერსალი მაურისიო ისლაა. თუმცა თუ იტალიელებმა მისი შეძენა ვერ მოახერხეს "ინტერი" კატალონიელთა მცველზე, მარტინ მონტოიაზე გადაერთვება. აქვე გეტყვით, რომ "ნერაძურის" უკვე ყოფილი მწვრთნელი, ანდრეა სტრამაჩონი ამბობდა, რომ "ინტერი" მოლაპარაკებებს "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელებთან აწარმოებდა და მათ შეძენას ზაფხულში გეგმავდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.