შაჰინი: "ახალ სეზონში "რეალი" და "ბარსელონა" ძალიან ძლიერები იქნებიან"

შაჰინი: "ახალ სეზონში "რეალი" და "ბარსელონა" ძალიან ძლიერები იქნებიან"

გერმანული "დორტმუნდის" ნახევარმცველმა, ნური შაჰინმა განაცხადა, რომ გასულ სეზონში ნაჩვენები წარუმატებელი შედეგი ესპანურ გრანდებს მხოლოდ ძლიერს გახდის. იტყობინება, Goal.

"გასულ სეზონში ესპანური გუნდები სერიოზულად იყვნენ დაჭრილნი. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფერს საპასუხო რეაქცია მოჰყვება. ესპანელები ევროპულ ფეხბურთში უკანასკნელი ექვსი ან შვიდი წლის განმავლობაში დომინირებდნენ და მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ახალ სეზონში "რეალი" და "ბარსელონა" ძალიან ძლიერები იქნებიან, მაგრამ ბუნდესლიგაც სწორ გზაზე იმყოფება და საკუთარ როლსაც ითამაშებს." - განაცხადა, შაჰინმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.