კრუიფი: "ალკანტარა ყველაფერს სწორად აკეთებს"

კრუიფი: "ალკანტარა ყველაფერს სწორად აკეთებს"

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა მწვრთნელმა და ფეხბურთელმა, ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა, იოჰან კრუიფმა განაცხადა, რომ ტიაგო ალკანტარა გუნდის შეცვლით სწორ ნაბიჯს დგამს. 

"მე მხარს ვუჭერ ტიაგო ალკანტარას და მისი "ბარსელონას" დატოვების სურვილს. ყველაფრის მიუხედავად - ის პროფესიონალი ფეხბურთელია და საკმაოდ ხშირად ხვდება კატალონიელთა სათადარიგო სკამზე. მას აუცილებლად სჭირდება თამაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი კარიერა დაღმა წარიმართება. ახლა, ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ კლუბის შეცვლის შესაფერისი მომენტი იყო." - განაცხადა, კრუიფმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.