ისააკ კუენკა საავადმყოფოდან გაწერეს

ისააკ კუენკა საავადმყოფოდან გაწერეს

კატალონიის "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელს, ისააკ კუენკას შეუძლია ტრავმირებულ მუხლზე აღდგენითი სამუშაოები განაგრძოს და ვარჯიშებშიც ჩაერთოს. იტყობინება, MundoDeportivo.

კუენკა უკვე მზად არის განაგრძოს აღდგენითი პროცესი ტრავმირებულ მუხლზე, ფეხბურთელი დღეს დილით საავადმყოფოდან გაწერეს. ფეხბურთელი საავადმყოფოში ყელის პრობლემის გამო იმყოფებოდა და ექიმებმა მას 24 საათიანი სადამკვირვებლო პროცესი ურჩიეს.

აქვე გეტყვით, რომ ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცესებს განაგრძობენ კლუბის კაპიტანი, კარლეს პუიოლი და ჰოლანდიელი იბრაჰიმ აფელაი, რომლებიც გუნდისგან განცალკევებით იმყოფებიან. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.