კუენკა კიდევ ერთ ოპერაციას გაიკეთებს

კუენკა კიდევ ერთ ოპერაციას გაიკეთებს

"ბარსელონას" ესპანელი თავდამსხმელი, ისააკ კუენკა, რომელიც განათხოვრებულია "აიაქსში", ოპერაციას გაიკეთებს მარჯვენა მუხლზე. შეგახსენებთ, რომ კუენკა უკვე მეორეჯერ იკეთებს ამ პრობლემის გამო მუხლზე ოპერაციას, პირველი ოპერაცია მან 2012 წელს გაიკეთა.

ახალგაზრდა ფეხბურთელი ოპერაციის შემდეგ 3-4 თვეს გამოტოვებს. შეგახსენებთ, რომ კუენკა "ბარსელონამ" იანვარში გაანათხოვრა და მას შემდეგ 22 წლის ფეხბურთელმა "აიაქსის" მაისურით ჰოლანდიის ჩემპიონატში სამი შეხვედრა ჩაატარა, თუმცა გოლით მას თავი არ გამოუჩენია. ასევე შეგახსენებთ იმასაც, რომ იგი ჰოლანდიურ კლუბთან ერთად ქვეყნის ჩემპიონიც გახდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.