სილვა: ”პსჟ-ს სურვილი - ჩემი სურვილია!”
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების კაპიტნის მინი-საგა გრძელდება. ამჯერად, ტიაგო სილვამ განაცხადა, რომ იგი კარიერას პსჟ-ში განაგრძობს, მიუხედავად იმისა, რომ ”ბარსელონას” ბავშვობიდან გულშემატკივრობს.
”ამ სეზონს ისევე დავიწყებ, როგორც წინა დავამთავრე - პსჟ-ს მაისურით. არ მაქვს არავითარი მიზეზი პარიზის დატოვებისა. პრეზიდენტმა უკვე კარგად გამაგებინა, რომ მისი კლუბისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა ვარ, რაც დამატებითი სტიმულია.”
”დიახ, მართალია რომ მე ”ბარსელონას” გულშემატკივარი ვარ, თუმცა მეორეს მხრივ, ყველას მოსწონს მათი თამაში და ეს იმას ნიშნავს, რომ ფაქტიურად მთელი მსოფლიო მათი გულშემატკივარია. ამხელა ზეწოლას კი უკვე მიჩვეული ვარ. პატივს ვცემ, პსჟ-ს ხელმძღვანელობას და შესაბამისად, მათთან გაფორმებულ ოთხწლიან ხელშეკრულებას. მათი სურვილი - ჩემი სურვილია, ასე რომ მე მათი გადაწყვეტილების თანახმად მოვიქცევი.” - განაცხადა ტიაგო სილვამ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]