”ბარსელონა” ”სელტას”: ენრიკე რუბის სანაცვლოდ
როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის ”ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ტიტო ვილანოვამ პოსტი დატოვა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. გუშინდელის შემდეგ, ”ბლაუგრანას” გაწვრთნის ერთდროულად რამდენიმე კანდიდატი გამოჩნდა, მთავარ ოფციად მაინც ამჟამინდელი ”სელტას” მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე ითვლება.
ვიგოელები არ აპირებენ ენრიკეს გაშვებას, თუმცა ”ბარსელონა” მზად არის მათ საკმაოდ სარგებლიანი შეთავაზება გაუკეთოს. ლურჯ-ბროწეულისფერთა ხელმძღვანელობა მზად არის ”სელტას” ენრიკეს სანაცვლოდ, ახლად მოყვანილი ასისტენტი, რუბი მისცეს.
ვიგოელების პასუხი ჯერ-ჯერობით უცნობია.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]