ანჩელოტიმ ვილანოვას მხარი დაუჭირა
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა იტალიელმა, კარლო ანჩელოტიმ ტიტო ვილანოვას მისამართით მხარდამჭერი სიტყვები არ დაიშურა. შეგახსენებთ, რომ 19 ივლისს კატალონიურმა გუნდმა ვილანოვას წასვლის თაობაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა. 44 წლის სპეციალისტი კი ჯანმრთელობის პრობლემების გამო იძულებული გახდა პოსტი დაეტოვებინა.
"მე მინდა, რომ მხარდამჭერი სიტყვებით მივმართო და გავამხნევო ჩემი კოლეგა. მე ნაწყენი დავრჩი ამ ამბით, მაგრამ ტიტო მებრძოლია. მე მინდა ვთქვა, რომ მთელი გუნდი და კლუბი მისკენ არის. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მას ყველაფერი რიგზე ექნება." - განაცხადა, იტალიელმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]