პუიოლი: ''ტიტო ჩვენთვის ბევრს წარმოადგენს''
დილის ვარჯიშის შემდეგ, რომელიც გუნდმა ''სიუტატ ესპორტივაზე'' ჩაატარა, გუნდის კაპიტანმა პრესკონფერენცია გამართა. იგი ტიტო ვილანოვას ავადმყოფობასაც შეეხო.
''ტიტოს ამბავი ჩვენთვის ძალიან დიდი დარტყმა იყო. გუნდს მართლაც დაეტყო ეს მწუხარება. ტიტო ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩვენ ყველანი მას მხარს ვუჭერთ. გუნდი ყოველთვის მასთან ერთად იქნდება''.
პუიოლმა ასევე ხაზი გაუსვა გუნდში შექმნილ სიტუაციას: ''ეს ამბავი მხოლოდ მწვრთნელს არ ეხება. ამბავი ყველას გვეხება. ეს დაავადება ადამიანისთვის ყველაზე რთულია. ტიტომ ჩვენ გვითხრა, რომ კლუბისათვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ეს იქნება ყველაზე დიდი დახმარება მისთვის. ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მოედანზე. გუნდი ისევ გააგრძელებს შრომას წარმატების მისაღწევად. ''ბარსამ'' უნდა მიიღოს სიამოვნება მიღწეული შედეგით, სწორედ მაშინ ვიქნებით საუკეთესოები''.
გუნდის კაპიტანს ასევე ტიტოს სავარაუდო შემცვლელებზეც დაუსვეს კითხვა:''ტიტოს წასვლის შემდეგ მის შემცვლელად არაერთ ცნობილ სპეციალისტს მოიაზრებენ. ვინც მოვა გუნდში ვეცდებით უფრო მეტი მივაღწიოთ ახალ თავკაცთან ერთად. მთავარია ჩვენ გავაგრძელოთ ისევ იმ ''ბარსას'' ფილოსოფიით თამაში. იმედია, რომ ხელძღვანელობა საუკეთესო ვარიანტს აარჩევს და გუნდსაც ღირსეული თავკაცი ეყოლება''.
პუიმ ასევე მის ტრავმაზეც ისაუბრა: ''თავს უკვე კარგად ვგრძნობ. ნამდვილად მინდა, რომ უკვე ფეხბურთელებთან ერთად ვივარჯიშო, მაგრამ ეს ჯერ შეუძლებელია. ჩემი მოედანზე დაბრუნების თარიღი ჯერ უცნობია. ჩემთვის გასული სეზონი ძალიან ცუდი აღმოჩნდა. ფეხზე 3 ოპერაცია ჩამიტარდა. 100% მჯერა, რომ მალე დავბრუნდები მოედანზე''.
კატალონიის ''ბარსელონას'' კაპიტანმა ასევე ნეიმარზეც ისაუბრა:''ნეიმარი არის დიდებული ფეხბურთელი. ძალიან კარგად შეუძლია თამაში ერთიერთზე. ის შეიძლება ახალგაზრდაა, მაგრამ დიდი გამოცდილება აქვს თამაშის. ნეიმარი მზადაა ''ბარსას'' რიგებში სათამაშოდ. ხოლო სესკის ირგვლივ გავრცელებულ ინფორმაციებზე მან განაცხადა, რომ:''მე არამგონია სესკმა დაგვტოვოს''. დაასრულა კაპიტანმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]