მარადონა და მენოტი მარტინოს აქებენ

მარადონა და მენოტი მარტინოს აქებენ

არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი სეზარ ლუის მენოტი და დიეგო არმანდო მარადონა დადებითად არიან განწყობილი "ბარსელონას" ახალი თავკაცის მარტინოს მიმართ, იტყობინება ესპანური პრესა.
ერთი თვის წინ მენოტიმ მარტინოზე თქვა: "მარტინო არის ადამიანი, რომელიც აუმჯობესებს თავის სამწვრთნელო გამოცდილებას, მისდამი უარყოფითად განწყობილი ადამიანების გავლენის მიუხედავად. სწორედ ამიტომ იგი დიდი ავტორიტეტით სარგებლობს".
რაც შეეხება მარადონას მან თქვა: "ვუყურებ "ნიუელს ოლდ ბოისის" მატჩებს და აღფრთოვანებული ვარ მარტინოს გუნდის თამაშით".
შეგახსენებთ, რომ ხერარდო მარტინო უკვე "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელია.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.