მე-4 არგენტინელი

მე-4 არგენტინელი

ხერარდო მარტინო "ბარსელონას" ისტორიაში მე-4 არგენტინელი მწვრთნელია. აქამდე, კატალონიურ კლუბში ელენიო ერერას (1958-60, 1980 და 1980-81), როკე ოლსენსა (1965-67) და სეზარ ლუის მენოტის (1983-84) უმუშავიათ. უდავოა, რომ მათგან ყველაზე წარმატებული ელენიო ერერა იყო.

"ბარსელონას" პირველი არგენტინელი მწვრთნელი ელენიო ერერა იყო. სპეციალისტმა, რომელმაც მსოფლიო ფეხბურთში გადატრიალება მოახდინა, კატალონიელებს ორ-ორჯერ ლა ლიგა, ესპანეთის თასი და ბაზრობათა თასი მოაგებინა.

შემდეგ იყო როკე ოლსენი. მან გუნდი "ბარსელონასთვის" რთულ პერიოდში ჩაიბარა, მაგრამ 1966 წელს, მის მიერ გაწვრთნილმა კატალონიელებმა ბაზრობათა თასის მოგება მაინც მოახერხეს.

1983 წელს, "ბარსელონა" სეზარ ლუის მენოტიმ ჩაიბარა.  პირველსავე სეზონში, მან გუნდს ლა ლიგა, ესპანეთის თასი და სუპერთასი მოაგებინა. მიუხედავად ამისა, 1984 წელს, მან სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.