ინიესტა: "მარტინო შესაფერისია "ბარსელონას" სისტემისათვის"

ინიესტა: "მარტინო შესაფერისია "ბარსელონას" სისტემისათვის"

კატალონიის "ბარსელონას" ესპანელი ნახევარმცველი, ადნრეს ინიესტა კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ხერარდო მარტინოს დანიშვნას გამოეხმაურა. იტყობინება, Marca.

"ეს კარგი გადაწყვეტილებაა. ჩემთვის უცხო არ არის მარტინოს სამუშაო, რადგან მე ვითამაშე პარაგვაის ნაკრების წინააღმდეგ, რომელსაც იგი 2010 წლის მსოფლიოზე წვრთნიდა. მარტინოს კარგ მწვრთნელად ვთვლი. გადაწყვეტილება, რომელსაც "ბარსელონას" ხელმძღვანელობა ღებულობს ყოველთვის კლუბისათვის სასარგებლოა. მარტინო შესაფერისია ჩვენი სისტემისათვის." - განაცხადა, ინიესტამ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.