"ბარსელონა" ვილიას გაყიდვიდან მიღებულ თანხას აკადემიას მოახმარს
კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ თანხა, რომელიც დავიდ ვილიას ტრანსფერში მიიღო და რომელიც "ატლეტიკოში" გაყიდა კლუბის აკადემიას მოახმაროს. იტყობინება, Goal.
"ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტმა ხავიერ ფაუსმა ფინანსების გამოყოფაზე განცხადება გააკეთა.
"ჩვენ გამოვიმუშავეთ 2,5 მილიონი ევრო თავიდანვე, მაგრამ შეგვიძლია მივიღოთ 5 მილიონი ევროც. დიახ, ჩვენ დავკარგეთ ფეხბურთელის ფასზე 8,3 მილიონი ევრო, მაგრამ ჩვენ ამოვიღეთ ანაზღაურების განცხადებიდან. ვილია ის ფეხბურთელი იყო რომლის, ჰონორარი ყოველწლიურად იზრდებოდა. პოტენციურად ჩვენ 5 მილიონი ევრო გამოვიმუშავეთ, რომლის დახარჯვაც ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებაში გვსურს." - განაცხადა, ფაუსმა.
აღსანიშნავია ისიც, რომ დავიდ ვილიას ანაზღარუება "ატლეტიკოშიც" საკმაოდ სოლიდურია, 4,5 მილიონი ევროს სახით.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]