”ბარსას” შემოსავალმა გასულ სეზონში 420 მილიონი შეადგინა
”ბარსელონას” შემოსავალმა გასული სეზონის მიხედვით 420 მილიონი ევრო შეადგინა. ამის შესახებ განცხადება ”ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტმა, ხავიერ ფაუსმა გააკეთა. ამგვარად კატალონიელთა შემოსავალი გასული წლების მაჩვენებელთან შედარებით 5 მილიონით გაიზარდა.
ასევე ფაუსმა აღნიშნა, რომ კლუბის გასავალი გასულ წელთან შედარებით 54 მილიონი ევროთი შემცირდა. წინა სეზონში კატალონიური კლუბის გასავალმა 495 მილიონი ევრო შეადგინა, წელს კი ეს თანხა 441 მილიონამდე დავიდა.
გასულ სეზონში ”ბარსელონამ” 49 მილიონით შეამცირა ვალი: წინა სეზონში კლუბის ვალი 532 მილიონ ევროს შეადგენდა, ახლა კი ეს თანხა 483 მილიონამდე შემცირდა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]