"ფიფამ" მსაჯებს წითელი უჩვენა

"ფიფამ" მსაჯებს წითელი უჩვენა

ეს მსოფლიო ჩემპიონატი ურუგვაელი ხორხე ლარიონდასა და იტალიელი რობერტო როზეტისათვის უკვე დამთავრებულია. ამ ორი მსაჯის დამსახურებაა ის, რომ ინგლისი და მექსიკა თავიდანვე განწირულები იყვნენ გასავარდნად.

 "ფიფას" მსაჯთა კომიტეტმა ეს ორი არბიტრი 19 კაციანი სიიდან გამორიცხა სამშაბათს და მათ მაგივრად უნდიანო მალენკო და ალბერტო ნავარო, ესპანეთის ფეხბურთის წარმომადგენლები შეიყვანა.

 ლარიონდას დისკვალიფიკაციის მიზეზი იყო მერვედფინალში გერმანიის წინააღმდეგ ფრენკ ლამპარდის მიერ გატანილი გოლის არასამართლიანად გაუქმება. ამ გოლის ჩათვლის შემთხვეაში, ანგარიში 2-2 გახდებოდა და ინგლისის შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები საგრძნობლად გაიზრდებოდა. ურუგვაელი მსაჯის გარდა, თითქმის ყველამ კარგად დაინახა, რომ ლამპარდის მიერ დარტყმულმა ბურთმა ძელზე მოხვედრის შემდეგ, კარის ხაზი გადაკვეთა. გერმანიამ ეს მატჩი 4-1 მოიგო.

 როსეტიმ(2008 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალის მსაჯმა) რამდენიმე საათის შემდეგ, კიდევ ერთი მიუტევებელი შეცდომა დაუშვა ტევესის მიერ აშკარა თამაშგარე მდგომარეობიდან გატანილი გოლის ჩათვლით. თუ მანამდე მექსიკას რაიმე შანსი მაინც ჰქონდა, ამ გოლის შემდეგ ისინი თითქმის განწირულები დარჩნენ. არგენტინამ ის მატჩი 3-1 მოიგო.

წყარო: www.sport.es 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.