ლუის სუარესი: ბურთმა კარის ხაზი აშკარად გადაკვეთა
ლუის სუარესი მიიჩნევს, რომ "დეპორტივოსთან" გუშინ გამართულ შეხვედრაში მას არბიტრმა აშკარა გოლი გაუუქმა, როდესაც ბურთის მიერ კარის ხაზის გადაკვეთა არ დააფიქსირა.
"აშკარა გოლი იყო. ბურთმა ხაზი გადაკვეთა. ეს კარგად დავინახე, რადგან ახლოს ვიყავი." - აცხადებს სუარესი, რომელმაც მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" მიერ ძელისთვის ბურთის 26-ჯერ მორტყმაზეც ისაუბრა - "ყოველთვის ვცდილობთ გოლი გავიტანოთ, მაგრამ ზოგჯერ სირთულეს ვაწყდებით. ძელი ზოგჯერ გვეხმარება, ზოგჯერ კი - არა." - ურუგვაელის ამ კომენტარს Sport ავრცელებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]