„ბარსელონა“ – ყველაზე პოპულარული კლუბი „თვითერზე“
საფეხბურთო კლუბი "ბარსელონა" სოციალურ ქსელ "თვითერზე" ერთ–ერთი იმ ბრენდთაგანია, რომელსაც ყველაზე მეტი მიმდევარი ჰყავს. "ბარსელონას" მხარდამჭერების რიცხვი ჯამში 17,883,256–ია. რაც შეეხება ყველაზე პოპულარულ ბრენდს ეს არის "იუთუბი", რომელიც 30,542,900 მიმდევარს ითვლის, მას მოჰყვება "ინსტაგრამი"(23,022,253) და თავად "თვითერი"(21,181,836).
გარდა ესპანურისა და კატალონიურისა, "ბარსელონას" ოფიციალური "თვითერის" გვერდი კიდევ ექვს სხვადასხვა ენაზე ფუნქციონირებს. ესენია: ინგლისური, ფრანგული, ინდონეზიური, არაბული, იაპონური და ბრაზილიური.
ყველაზე პოპულარულ "ექაუნთებში" "ბარსელონა" მეოთხე ადგილს იკავებს, რაც ნიშნავს იმას, რომ სპორტულ ორგანიზაციებს შორის "ბარსას" ყველაზე მეტი მიმდევარი ჰყავს. მეორე ადგილზეა "რეალ მადრიდი" (11,343,490), ხოლო მესამეზე "NBA” (7,691,887).
როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" გასულ მაისს "Social Stars Awards 2013"–ის ჯილდოც მიიღო. მას სრულიად სოციალურ სამყაროში 63 მლნზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]