ლიდერი გლობალურ მედიაში

ლიდერი გლობალურ მედიაში

დიდი სპორტული მიღწევებისა და დიდებული ფეხბურთელების წყალობით, გასაკვირი არ არის, რომ "ბარსელონას" "ფეისბუქის" გვერდი 30 ყველაზე პოპულარულ ფან–გვერდებს შორისაა.

"ბარსელონას" გვერდს 50 მილიონ მომხმარებელზე მეტი ჰყავს. ამ მაჩვენებლით, მან უკან ჩამოიტოვა მადრიდის "რეალი" (47 მილიონი), "მანჩესტერ იუნაიტედი" (38.5) და ჩელსი (21).

ცოტათი გასაკვირია ისიც, რომ "ბარსელონას" რეიტინგი საუკეთესო არამარტო კლუბებს, არამედ ისეთ ორგანიზაციებზე მეტია, როგორებიცაა "NBA" (19 მილიონი), უეფა (17) და "პრემიერ ლიგა" (12.5).

"ბარსელონას" ასევე, აქვს გვერდი "ბარსა ბ–ს მეგობრები", რომელსაც 5.3 მილიონი ფანი ჰყავს. ასევე "ბარსელონას" სხვა სპორტის სახეობების ფან–გვერდებიც აქვს (მილიონზე მეტი ფანი): კალათბურთი (1.2), ხელბურთი (1.3) და ყინულის ჰოკეი (1.03).

ინტერნეტის მასშტაბით, "ბარსელონას" 30–ზე მეტი ოფიციალური არხი აქვს. "თვითერზე" მას 11 მილიონი "მიმდევარი" ჰყავს და ყველაზე პოპულარული საფეხბურთო კლუბია, ხოლო "Google+"–ის 20 ყველაზე პოპულარულ გვერდს შორისაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.