ჩავი:"მოედნის ჩვენს ნახევარზე, რონალდუ უბრალოდ გამოთიშული იყო თამაშიდან"
კატალონიის "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა, ჩავი ერნანდესმა ისაუბრა გუშინდელი მატჩის შესახებ. გუშინ "ფურია როხამ" პორტუგალია დაამარცხა მინიმალური ანგარიშით და გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში:
"ჩვენ ძალიან სერიოზულად მოვეკიდეთ ამ მატჩს. ყველაზე მთავარი იყო, რომ პირველებს გოლი ჩვენ გაგვეტანა და ეს შევძელით კიდეც. პორტუგალიელები დაცვაში კარგად იდგნენ და რამდენჯერმე მათ სახიფათო კონტრშეტევებიც განახორციელეს. სიმაოს გოლის გატანის ძალიან კარგი შანსი ჰქონდა. მათ მეკარეს, ედუარდოს ასე ფენომენალურად, რომ არ ემოქმედა, ჩვენ გაცილებით მეტს გავიტანდით. მან ვილას პირველი დარტყმა კარგად მოიგერია, მაგრამ დავიდმა დამატებაზეც დაასწრო პორტუგალიელ მცველებს. ჩვენ კარგად ვაკონტროლებდით თამაშს და მშვენივრად ვთამაშობდით დაცვაში. ეს ძალიან კარგია, როდესაც ისეთი ფეხბურთელი, როგორც კრიშტიანუ რონალდუა, ჩვენს ნახევარზე სრულიად გამოთიშული იყო თამაშიდან," დაასრულა ჩავიმ.
ცნობისთვის სწორედ ჩავი იყო ის ფეხბურთელი, რომელმაც ვილა გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე.
წყარო:sports.ru
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]