ჩავი: "ამ სეზონში "ბარსელონა" უფრო ძლიერია"
კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ წელს "ბარსელონა" ძალიან გაძლიერდა.
"სიმართლე ისაა, რომ ჩვენ ძალიან კარგი გუნდი შევიკარით, რომელიც წელს კიდევ უფრო ძლიერი გახდა. სატრანსფერო ბაზარზე არც ისე ცოტა ფეხბურთელია, მაგრამ მაღალი კლასის ფეხბურთელი იშვიათობას წარმოადგენს. სესკმა და ალექსისმა ჩვენი გუნდი საკმაოდ გააძლიერეს. დარწმუნებული ვარ, რომ მათი ხასიათით და ჩვენი სავარჯიშო სესიებით, ისინი მალე ჩაეწერებიან ჩვენს გუნდში და დაგვეხმარებიან ტიტულების მოგებაში. ჩვენ ვხედავთ, რომ როდესაც ისინი მოედანზე არიან, ისინი მაღალი კლასის ფეხბურთს თამაშობენ. დამერწმუნეთ მათ მეტი შეუძლიათ."
"სესკს პრობლემა არ შექმნია, რადგან ის გუნდს ნაკრებიდანაც იცნობს და ბავშვობაში "ბარსელონას" ღირსებას იცავდა. სესკი ძალიან ტექნიჯური ფეხბურთელია და მალე მოერგო ჩვენს სტილს. რაც შეეხება ალექსისს, ისიც მალე მიხვდება როგორ გამოიყენოს მოედნის ნაწილი. მას შეუძლია ერთი-ერთზე მცველის მოტყუება, რაც გუნდს ძალიან დაეხმარება."
"ჩემთვის არც ისე მარტივი იყო, როდესაც გვარდიოლას მადარებდნენ. პირველ წელს თამაშიდან სიამოვნებას ვერ ვიღებდი, რადგან ადაპტაცია ძალიან გამიჭირდა. სესკი სესკად უნდა დარჩეს. ორივეს გვიყვარს გამარჯვება, მაგრამ როგორც ფეხბურთელები ძალიან განსხვავდებით. არ მინდა ვინმე ჩემს შემცვლელად მოიხსენიონ, რადგან ეს შეურაცხმყოფელია. სესკს უნდა მიეცეს საშუალება გამოავლინოს თავისი საფეხბურთო კლასი. განსხვავებას ესპანეთის ნაკრებიც ამტკიცებს. ევროპის ჩემპიონატის ფინალში ჩვენ ორივე პირველივე წუთიდან ვთამაშობდით. ეს იმას ნიშნავს, რომ განსხვავებულები ვართ."
"რაც შეეხება ზლატანს, თუ რატომ ვერ მოერგო გუნდს, პასუხი მარტივია. იბრაჰიმოვიჩი ოდნავ ანარქისტია. "ბარსელონაში" 90 წუთი უნდა იყო კონცენტრირებული თამაშზე."
"იტალიაში ყველაფერი სხვაგვარადაა. არსებობენ ფეხბურთელები, რომელბიც მხოლოდ დაცვაზე ფიქრობენ შეტევით ხაზს კი მხოლოდ თავდასხმა ევალება. სწორედ ასეთი მოთამაშა ზლატანიც. ჩვენ მასთან კავშირები ისვ გვაქვს და ვიცით, რომ იტალიაში ყველაფერი კარგად მისდის. აქაც კარგად მოეწყო, უბრალოდ არ იღებდა ფეხბურთისგან სიამოვნებას." - დაასრულა ხავიმ
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]