ხერარდო მარტინო: "ჩემს მოსაძებნად როსელმა, პარაგვაის პრეზიდენტს დაურეკა"

ხერარდო მარტინო: "ჩემს მოსაძებნად როსელმა, პარაგვაის პრეზიდენტს დაურეკა"

კატალონიის "ბარსელონას" ახალმა მწვრთნელმა არგენტინელმა სპეციალისტმა, ხერარდო მარტინომ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ იპოვა იგი სანდრო როსელმა. იტყობინება, Marca.

თავდაპირველად როსელმა ვერანაირად ვერ მოახერხა მარტინოსთან დაკავშირება, შემდგომ კი პარაგვაის პრეზიდენტს, ორასიო კარტესს დაუკავშირდა. ოდესღაც კარტესი პარგვაის კლუბის, "ლიბერტადის" პრეზიდენტიც გახლდათ და ერთხელ როსელი მას და მარტინოს სადილზეც შეხვდა. როსელისათვის ამ სადილზე მარტინოსთან შეხვედრა ძალიან სასიამოვნო და კარგად დასამახსოვრებელი გახდა.

"როსელმა ვერ შესძლო ჩემი პოვნა და გადაწყვიტა კარტესისთვის დაერეკა. მანამდე მე სანდროსთან არ მისაუბრია, მაგრამ არ ვიცოდი რა ხდებოდა. მან მე მთხოვა შევხმიანებოდი "ბარსელონას" სპორტულ დირექტორს ანდონი სუბისარეტას. ორი ან სამი დღის შემდეგ მე და სუბისარეტამ ერთმანეთთან ურთიერთობა დავიწყეთ და ამის შემდეგ მათ გადაწყვეტილებაც მიიღეს." - განაცხადა, მარტინომ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.