მოიესი: "არ ვიცი გავუკეთებთ თუ არა მესამე წინადადებას "ბარსას" სესკსი თაობაზე"

მოიესი: "არ ვიცი გავუკეთებთ თუ არა მესამე წინადადებას "ბარსას" სესკსი თაობაზე"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, დავიდ მოიესი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა "ბარსელონას" ესპანელი ნახევარმცველის, სესკ ფაბრეგასის შესაძლო ტრანსფერს "მანჩესტერში".

"მე ნამდვილად ვერ გეტყვით, გავუკეთებთ თუ არა "ბარსელონას" მესამე შეთავაზებას ფაბრეგასის თაობაზე. რა თქმა უნდა, შევაფასებთ სიტუაციას და ამის შემდეგ გადავწყვიტავთ, თუ რა უნდა გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, ასევე ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ჩვენ გუნდს შემოემატებიან ახალი ფეხბურთელები". - განაცხადა შოტლანდიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისელემბა კატალონიელებს სესკის თაობაზე უკვე ორჯერ გაუკეთეს შეთავაზება, თუმცა ორჯერვე მათ ესპანელებისგან უარი მიიღეს. ამ ინფორმაციის თანახმად "იუნაიტედმა" შესაძლოა მესამე შეთავაზებაც გაუკეთოს "ბარსელონას" და ამჯერად უკვე 41 მილიონი ევროს სახით.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.