"ბარსას" ფეხბურთელებისთვის დატვირთული კვირა

"ბარსას" ფეხბურთელებისთვის დატვირთული კვირა

"ბარსელონას" 2013/2014 წლების პრესეზონის მესამე კვირა გამორჩეული აღმოჩნდა იმით, რომ კონფედერაციის თასის მონაწილე ფეხბურთელები კლუბს დაუბრუნდნენ, თუმცა მომდევნო კვირა საკმაოდ მძიმე და დატვირთული იქნება, ამ კვირაში "ბარსელონას" ფეხბურთელები ორ მატჩს გამართავენ ("ლეხიასა" და "სანტოსის" წინააღმდეგ), რის შემდეგაც პალესტინასა და ისრაელში გამეგზავრებიან. 

სამშბათს დილით, ტატა მარტინოს მიერ შერჩეული ფეხბურთელები პოლონეთში გაემგზავრებიან, სადაც ადგილობრივ "ლეხიას" დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ის ფეხბურთლები კი, რომლებიც პოლონეთში არ ჩაფრინდებიან "სიუტატ ესპორტივას" სავარჯიშო მოედანზე ორ სესიას ჩაატარებენ. პირველი ადგილობრივი დროით 9:00, ხოლო მეორე 19:00 საათზე გაიმართება.

პოლონეთში ჩატარებული მატჩის შემდეგ "ბარსას" მორიგი გამოწვევა გამეპრის თასის მოპოვება იქნება, თამაში 2 აგვისტოს 23:30 (თბილისის დროით) საათზე დაიწყება. ოთხაშაბათს და ხუთშაბათს ფეხბურთელები დღეში ორ სავარჯიშო სესიას გამართავენ. "ლეხიას" წინააღმდეგ მოთამაშე ფეხბურთელები ოთხშაბათის დილის სესიაში მონაწილეობას არ მიიღებენ. 

"ბარსელონას" ფეხბურთელები პალესტინასა და ისრაელში გამპერის თასის შემდეგ ჩაფრინდებიან. შაბათ–კვირას "ბარსელონას" ფეხბურთელებსა და სანდრო როსელის პალესტინის ავტონომიის ხელმძღვანელი მუჰამედ აბასი ბეთლემში, ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენჯამინ ნათანიაჰუ და ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი იერუსალიმში უმასპინძლებენ. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.