ლეო მესიმ Goal.com-თან ისაუბრა
"Goal 50"-ის გამარჯვებულმა ლეო მესიმ Goal.com-თან საუბრისას 2012-2013 წლების სეზონზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს სეზონი საკმაოდ მძიმე იყო, მიუხედავად ამისა ის ოპტიმისტურად უყურებს მომავალ სეზონს და მიაჩნია, რომ მომავალი 12 თვის განმავლობაში კლუბსა და ნაკრებში უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს.
"ლა ლიგის მიგების მიუხედავად მაინც რთული სეზონი გამოდგა". - განუცხადა მესიმ Goal-ს მას შემდეგ რაც სავარჯიშო მოედანზე პრიზი გადასცეს. "ლიგა უმნიშვნელოვანესი თასია, რადგან ის მთელი სეზონის მუშაობის შედეგია, თუმცა ჩვენ ბევრი ჩავარდნა გვქონდა რამაც შედეგზეც იმოქმედა - ტრავმები და სხვა ისეთი ფაქტები რამაც ჩვენი რეაგირების უნარი შეამცირა და რა თქმა უნდა ტიტოს ავადმყოფობა".
ლეო მესიმ ასევე განაცხადა, რომ მისთვის "Goal 50" ჯილდოს მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო: "ჩვენ მთელი წლის განმავლობაში ვშრომობთ იმისთვის, რომ გუნდთან ერთად მივაღწიოთ წარმატებას. ინდივიდუალურ ჯილდოებზე არ ვფიქრობთ, თუმცა მათი მოგება რა თქმა უნდა დიდ სტიმულს გვმატებს."
"ახალი სეზონს როგორც ყოველთვის დიდი ენთუზიაზმითა და ოპტიმისტური განწყობით ვხვდები" - განაცხადა ლეო მესიმ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]