კვირის სატრანსფერო სიახლეები

კვირის სატრანსფერო სიახლეები

Sky Sports: "მანჩესტერ იუნაიტედი" სესკ ფაბრეგასის შესაძენად 35 მილიონ ფუნტს ამზადებენ. "წითელი ეშმაკები" იმედოვნებენ, რომ "ბარსელონას" წინააღმდეგობას გასტეხავენ.

Sunday Mirror: იმ შემთხვევაში თუ "ბარსელონა" სესკ ფაბრეგასს გაყიდის, მაშინვე ეცდება მისი შემცვლელის შეძენას. ამ მიზნის განსახორციელებლად 3 პრეტენდენტი სახელდება: მარკო როისი, ილკაი გიუნდოგანი და ხუან მატა.

Daily Mirror: სესკ ფაბრეგასის აგენტმა განაცხადა, რომ არანაირ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობასთან, მან ასევე მისი კლიენტის გუნდიდან შესაძლო წასვლაზეც ისაუბრა.

The People: იტალიური "ნაპოლი" განაგრძობს სატრანსფერო კამპანიას ესპანეთში, ამჟამად იტალიის ვიცე-ჩემპიონის რადარზე კატალონიის "ბარსელონას" ჩილელი თავდამსხმელი, 24 წლის ალექსის სანჩესია.

Daily Mail: ბრაზილიელი დავიდ ლუიზისათვის ბრძოლაში მიუნხენის "ბაიერნიც" ჩაერთო, რომელიც "ბარსელონას" უდიდეს კონკურენციას გაუწევს იმით, რომ ლონდონელებს 40 მილიონ ევროს და პლიუს 5 მილიონს შესთავაზებს ბონუსის სახით.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.