როსელი: "მხოლოდ დრო გვიჩვენებს, ღირს თუ არა ბეილი 120 მილიონი"
"ბარსელონას" პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა საკუთარი აზრები გაუზიარა ჟურნალისტებს, გარეტ ბეილის მადრიდის "რეალში" შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. გეტყვით, რომ "ტოტენჰემი" მის უელსელ ფეხბურთელს 120 მილიონ ევროდ აფასებს და მოსალოდნელია, რომ მადრიდელებმა ეს თანხა 24 წლის ფეხბურთელში გადაიხადონ.
"მხოლოდ დრო გვიჩვენებს ღირს თუ არა გარეტ ბეილი 120 მილიონი. შესაძლოა ეს თანხა ბევრი იყოს ან პირიქით, არ იყოს საკმარისი. ფეხბურთელის ღირებულება მისი ასაკითა და შესაძლებლობებით არის განსაზღვრული, რამდენ დროს გაატარებს იგი მინდორზე და რამდენი ტიტულის მოგებაში დაეხმარება გუნდს, ასევე უნდა გავითვალისწინოთ ამ დროის მანძილზე მისი ხელფასიც და რა სურს მწვრთნელს მისგან".
"ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ამის შემდეგ გავიგებთ, არის თუ არა ეს ტრანსფერი გამართლებული. თუ უელსელი "რეალს" შეუერთდება, რა თქმა უნდა იგი ძირითად შემადგენლობის ფეხბურთელი იქნება". - განაცხადა როსელმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]