ნეიმარი ალექსის სანჩესს ძალიან ძლიერ ფეხბურთელად თვლის

ნეიმარი ალექსის სანჩესს ძალიან ძლიერ ფეხბურთელად თვლის

კატალონიის "ბარსელონას" ახალწვეულმა, ნეიმარმა საქებარი სიტყვები არ დაიშურა კლუბში მისი პარტნიორის, ჩილელი ალექსის სანჩესის მიმართ. ბრაზილიელმა ასევე აღნიშნა, რომ ჩილელ ფეხბურთელთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. იტყობინება, ესპანური პრესა.

"სანჩესი გამოირჩევა დიდი სიჩქარით და კარგი სათამაშო თვისებებით. ის ერთ-ერთი ფეხბურთელია "ბარსელონაში", რომელთანაც ყველაზე ხშირად მაქვს ურთიერთობა. რა თქმა უნდა, მე ყველასთან მაქვს კონტაქტი, მაგრამ ყველაზე მეტად მასთან, ადრიანოსთან და ალვეშთან ვიმყოფები." - განაცხადა, ნეიმარმა.

საკუთარ თამაშთან დაკავშირებით ნეიმარმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: "მე "ბარსელონას" თამაშზე ადაპტირება რაც შეიძლება კარგად უნდა მოვახდინო, რადგან გუნდური ინტერესები მუდამ პირველ ადგილზეა." - დაასრულა, ფეხბურთელმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.