დენისი: "მესი შესანიშნავი პიროვნებაა"
"ბარსელონას" ნახევარმცველმა, დენის სუარესმა ლიონელ მესის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა და აღნიშნა, რომ ლეგენდარულმა ტრიომ ის ძალიან თბილად მიიღო.
"ბარსელონაში" ყველამ გამაოცა, მაგრამ მსურს მესი გამოვყო. ერთი შეხედვით ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითოქოს მასთან ურთიერთობის დამყარება შეუძლებელია, მაგრამ გასახდელში ლეო ერთ-ერთი ჩვენგანია. ის უბრალოდ შესანიშნავი პიროვნებაა.
მესიმ, ნეიმარმა და სუარესმა თბილად მიმიღეს. სამივესთან კარგი ურთიერთბა მაკავშირებს, მაგრამ უფრო მეტი საერთო ლუისთან მაქვს. გასახდელში მუდამ მასთან ახლოს ვიმყოფები. ურუგვაელი ყოველთვის მხარს მიჭერს."-ამბობს დენისი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]