ალექსის სანჩესის გაბრწყინება და ტელიოს დებიუტი

ალექსის სანჩესის გაბრწყინება და ტელიოს დებიუტი

ს.კ "ბარსრლონას" რვა ფეხბურთელმა გუშინ ეროვნული ნაკრების მაისურით ამხანაგურ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა. ალექსის სანჩესმა ფანატასტიკურად ითამაშა და ერაყის კარში ორი გოლი გაიტანა (6-0). ფეხბურთელმა მატჩის მეორე და მესამე გოლები გაიტანა და ორი საგოლე გადაცემაც გაუკეთა თანაგუნდელებს.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი გუშინდელი შეხვედრებიდან ნაკრებში კრისტიან ტელიოს დებიუტი იყო. კატალონიელმა თავდამსხმელმა გუშინდელ შეხვედრაში მთელი 90 წუთის განმავლობაში ითამაშა. სამხრეთ ამერიკული ქვეყნის წინააღმდეგ მატჩში ინიესტამ, ჟორდი ალბამ და ვალდესმაც მიიღეს მონაწილეობა.

"ბარსელონას" ორივე ბრაზილიელმა გუშინ შეხვედრა პირველივე წუთებიდან დაიწყო. ბაზელში გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა სძლიეს მეტოქეს, დანი ალვესის საკუთარ კარში გატანილი გოლის წყალობით.

ეროვნულ ნაკრებთან ერთად კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა ხავიერ მასკერანომ, რომელმაც მესის არყოფნის გამო გუშინ კაპიტნის სამკლაური მოირგო. რომში გამართული მატჩი ანგარიშით 2-1 დასრულდა სტუმრების სასარგებლოდ. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.