ვარჯიში ნაკრების ფეხბურთელებთან ერთად

ვარჯიში ნაკრების ფეხბურთელებთან ერთად

ხუთშაბათ საღამოს "სიუტატ-ესპორტივაზე" პირველ შემადგენლობას ვარჯიში ჰქონდა. ვარჯიშში მონაწილეობა მიიღო ნაკრების ცხრა ფეხბურთელმა, რომლებიც ბოლო დღეებში ეროვნული ნაკრებების განკარგულებაში იყვნენ. მაგრამ ეს სულაც არ იყოს ვარჯიშის მთავარი სიახლე. საქმე ისაა, რომ სესკ ფაბრეგასმა და პედრო როდრიგესმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს სრული გამოჯანმრთელებისკენ და მთელი ვარჯიში საერთო ჯგუფში ჩაატარეს. მიუხედავად ამისა, ლეო მესი მხოლოდ ნაწილობრივ მუშაობდა საერთო ჯგუფში ამხანაგებთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ოთხშაბათს არგენტინელი ინდივიდუალურ პროგრამას გადიოდა მარცხენა ფეხის კვადრიცეფსის გადატვირთვის მოსაშუშებლად. 

"ბარსა ბ"-ს ფეხბურთელი ბანიაკი ამჯერადაც ტატა მარტინოს ხელმძღვანელობის ქვეშ ვარჯიშობდა.

ალვესი და ვალდესი — ჯგუფისგან ცალკე

დანი ალვესმა, რომელიც შვეიცარია-ბრაზილიის მატჩში საწყის შემადგენლობაში გამოვიდა, გაიარა მკურნალობის კურსი მარჯვენა კოჭის დაზიანებასთან დაკავშირებით. ჯგუფისგან ცალკე ვარჯიშობდა ასევე ვიქტორ ვალდესი, რომელიც ინდივიდუალურ პროგრამას გადის. შეგახსენებთ, რომ ეკვადორსა და ესპანეთს შორის მატჩში მან მოედანზე მთელი მეორე ტაიმი გაატარა.

კარლეს პუიოლი მუშაობდა "სიუტატ-ესპორტივას" მოედანზე. კაპიტანი მკურნალობის პროგრამას აგრძელებს და ოთხშაბათს გაზონზე მუშაობა დაიწყო.

ტატა მარტინო აგრძელებს გუნდის მომზადებას კვირის დებიუტისთვის ლა-ლიგაში. მატჩი "ლევანტეს" წინააღმდეგ "კამპ-ნოუზე" დაიწყება 21:00 საათზე. ვარჯიში ჩატარდება საღამოს დახურულად.

[media=http://www.youtube.com/watch?v=Cae4itYEFE8]

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.